პარტია „ახალის“ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აპირებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციად. წავალ უფრო ფართო დაფარვის და უფრო მაღლა მდგომ კვაზი-სასამართლო ინსტანციაში. ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.
ეს ის ვითარებაა, როდესაც სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ, არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე რეალურად არ განხილულა და დასაშვებობის სტადიაზე ეთქვა მას უარი. არაუშავს. ეს საქმე განიხილება რეალურად, სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როგორსაც ეს საქმე იმსახურებს“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკაში „მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება სრულიად უგულებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული“.
2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძრვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (2 ეპიზოდი).
იმავე წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-თვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.
2023 წლის ივნისში, უზენაესმა სასმართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარმია შეიწყალა.
გვარამიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა.