გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც ის ამბობს, სურს საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
გუბერნატორი უარყოფს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის შეცვლის გამო მიიღო.
„დავიღალე რა. 26 წელია საჯარო მოხელე ვარ და მინდა, კერძო სექტორში გადავიდე და გავაგრძელო იქ მოღვაწეობა ჩემი თავისთვის, ჩემთვის. ეს ჩემი ინიციატივა იყო. ალბათ შეარჩევენ ვიღაცას, ღირსეულს და დანიშნავენ“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში დაწერს.
მიხეილ შაყულაშვილი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე ის გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, 2013 - 2018 წლებში თბილისის პროკურორი იყო.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ჯონი ბარნაბიშვილმა. მოგვიანებით ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
1-ელ მარტს, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა ზურაბ აზარაშვილი. როგორც კობახიძემ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა მის გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა.
