რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. აქამდე რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ „ვაგნერი“ კერძო სამხედრო კომპანია იყო და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სახელმწიფოსთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მინდა ყველამ ვიცოდეთ ამის შესახებ. „ვაგნერის“ ჯგუფის ფინანსები სრულად უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს.
მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, სახელმწიფომ „ვაგნერს“ 86 მილიარდ 262 მილიონი რუბლი გადაუხადა ხელფასებისა და წახალისებისთვის. აქედან ხელფასები - 70 მილიარდ 384 მილიონი, წახალისება - 15 მილიარდ 877 მილიონი. სადაზღვევო გადასახადები - 110 მილიარდ 179 მილიონი იყო“, - განაცხადა პუტინმა კრემლში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.
გარდა ამისა, „ვაგნერის“ მფლობელმა, კომპანია „კონკორდმა“, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ფლობს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ერთ წელიწადში სახელმწიფოსგან 80 მილიარდი რუბლი მიიღო ჯარისთვის საკვები პროდუქტებისა და კვების სერვისის მიწოდების სანაცვლოდ.
„სახელმწიფომ მთლიანად თავის თავზე აიღო შენახვა [„ვაგნერის“ - რედ.), ხოლო მთელი ამ ჯგუფის ნაწილმა, ამ კომპანია „კონკორდმა“, იმავდროულად 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. იმედი მაქვს, რომ არავინ არაფერი მოიპარა ან ნაკლები მოიპარა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გავერკვევით“, - თქვა პუტინმა.
სამხედროებთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინს ევგენი პრიგოჟინი არ უხსენებია.
23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მისმა მებრძოლებმა მოსკოვისკენ „სამართლიანობის მარში“ დაიწყეს. თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის ბრალდებები უარყო და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა, ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა კი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. 24 ივნისს „ვაგნერმა“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე, დაამყარა კონტროლი. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა. მან პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
24 ივნისს საღამოს, პრიგოჟინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ „ვაგნერელების“ კოლონა, რომელიც მოსკოვიდან 200 კილომეტრში იყო, უკან, საველე ბანაკებში ბრუნდებოდა, რაც „რუსული სისხლის“ დაღვრის თავიდან აცილების მოტივით ახსნა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, პრიგოჟინი მოსკოვისკენ სვლის შეჩერებას დათანხმდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურებოდა, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში წავიდოდა. კრემლის წარმომადგენლმა ასევე თქვა, რომ აჯანყების მონაწილე „ვაგნერის“ წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა „ფრონტზე მათი დამსახურებების გათვალისწინებით“.
ამ თემაზე:
ჩვენი მიზანი არ იყო კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა - პრიგოჟინი